გარემოს დაცვის პოლიტიკა

გარემოს დაცვის პოლიტიკა

ჩვენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მესვეურები მოწოდებულნი ვართ ჩვენი ბიზნეს საქმიანობა განვახორციელოთ ეთიკური და სოციალური ნორმების დაცვით ანუ იმგვარად, რომ რაიმე ზიანი არ მიადგეს გარემოს.

კანონმორჩილება

ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ყველა მოქმედი ადგილობრივი, სახელმწიფო თუ საერთაშირისო კანონი თუ წესი, ასევე, ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ვთვლით, რომ შეესაბამება ჩვენს საქმიანობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ ასპექტებს. ჩვენ დავნერგავთ და განვახორციელებთ პროგრამებსა და პროცედურებს, რაც დაადასტურებს ჩვენს მორჩილებას ამგვარი კანონების, წესებისა და მოთხოვნების მიმართ ჩვენი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე. ამასთანავე, იმ ორგანიზაციებს, რომელთანაც გვაქვს ბიზნეს ურთიერთობა მოვუწოდებთ გამოიჩინონ მსგავსი კანონმორჩილება.

გარემოს დაბინძურების აღკვეთა

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ მანამ მივიღოთ გარემოს დაბინძურების აღმკვეთი ზომები, სანამ საფრთხე რეალური გახდება. ვეცდებით მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე შესაბამისი მიზნებისა და ამოცანების დასახვით, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელს. ჩვენ გავითვალისწინებთ გარემოს ფაქტორებს დაგეგმვის, შესყიდვების ან გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ინფორმირებულობა

ჩვენ გარემოს პოლიტიკას გავაცნობთ პერსონალს, კონტრაქტორებს და მომწოდებლებს, რათა დავარწმუნოთ ისინი ჩვენს ზრუნვაში გარემოზე. შესაბამისი ტრეინინგები ჩაუტარდება ყველა თანამშრომელს, რათა ისინი მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები იმ პასუხისმგებლობების შესახებ, რაც გვეკისრება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

მუდმივი გაუმჯობესება

ჩვენ შევაფასებთ და მუდმივად სრულვყოფთ ჩვენი გარემოს მართვის სისტემის ეფექტურობას პერიოდული აუდიტების და მართვის სისტემის შემოწმების ჩატარებით ასევე, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული დასახული მიზნების მიღწევით. გარემოს მართვის პოლიტიკა გადაიხედება ყოველწლიურად და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისათვს.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467