ბათუმის აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით პირდაპირი ავია მიმოსვლა დაიწყო

ბათუმის აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით პირდაპირი ავია მიმოსვლა დაიწყო

 

31 მაისიდან „ანადოლუ ჯეთმა“ და „ბორა ჯეთმა“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთობლივი ავია რეისების შესრულება დაიწყეს ქალაქ ანკარის მიმართულებით. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება - ოთხშაბათს და შაბათს ATR72-500 ტიპის ავია ხომალდით. „ანადოლუ ჯეთი“ დაბალტარიფიანი ავია კომპანიაა.

ამ საჰაერო მარშრუტის ამოქმედება კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების ნაკადს აჭარის მიმართულებით, ხოლო ანკარის გავლით მგზავარებს საშუალება ექნებათ ისეთ ქალაქებს დაუკავშირდნენ საჰაერო გზით როგორიცაა - სტამბული, კოპენჰაგენი, კიოლნი, სტოკჰოლმი, თეირანი, ბოდრუმი, იზმირი და მრავალი სხვა.

 

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467