დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines- ი ოქტომბრიდან , ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენას იწყებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines- ი ოქტომბრიდან , ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენას იწყებს

 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Pegasus Airlines“ - ი პირველი ოქტომბრიდან, სტამბოლის გავლით  ევროპის მიმართულებით  ფრენებს შეასრულებს.
 პარიზი, რომი, ლონდონი, ვენა, ამსტერდამი,  ბრიუსელი - ეს ევროპის   იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია რომლის მიმართულებითაც ბათუმიდან  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, მგზავრებს უმოკლეს პერიოდში გადაიყვანდს.


თუ კი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამიერკავკასიაში პირველად,  ბათუმის საერთაშორისო  აეროპორტი ჩასხდომის ერთიან ზონაზე გადავიდა, რომელიც მგზავრების კომფორტისთვის და თავისუფალი გადაადგილებისთვის შეიქმნა, დაბალბიუჯეტიანი „Pegasus Airlines“ - ის ბათუმში შემოსვლა გაცილებით მიმზიდველი გახდება უცხოელი ტურისტებისთვის.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Pegasus Airlines“ - ი 2010 წლის ოქტომბრიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინავს.
ბათუმში ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერტად,  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ავიაკომპანია „Pegasus Airlines“ - ის გარდა ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში, ავიაკომპანიები: Sibir S7, ATA Airlines , OLT Express და Armavia იფრენენ.

 

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

ბათუმი აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467