ტრანსფერული და ტრანზიტული მგზავრი

ტრანსფერული და ტრანზიტული მგზავრი

ტრანსფერულად ითვლება მგზავრი, თუ ის ერთი ქალაქის აეროპორტის გავლით მიემგზავრება მეორე ქალაქში, სხვა მიმართულებით, იმავე, ან სხვა ავიაგადამზიდის საშუალებით, შესაბამისად, ამ დროს რეისის ნომერიც შეიცვლება. აეროპორტებში ტრანსფერული მგზავრის კუთვნილი ბარგისთვის გამოყოფილია სპეციალური საცავი, სადაც რეგისტრაციამდე ინახება ტრანსფერული მგზავრის ბარგი. მგზავრს არ დასჭირდება ბარგის ხელმეორედ რეგისტრაცია, თუ ბარგი გაფორმებულია გამგზავრების აეროპორტიდან საბოლოო დანიშნულების აეროპორტამდე.

თუ ბათუმის აეროპორტს წინასწარ აქვს ინფორმაცია ტრანსფერული მგზავრის შესახებ, მაშინ მგზავრი საზღვრის გადაკვეთის გარეშე შევა ნეიტრალურ ზონაში და დაელოდება რეისს. ამ დროს მგზავრს შეუძლია, ისარგებლოს აეროპორტის სხვადასხვა მომსახურებით (კაფე-ბარები, Duty Free მაღაზიები ...) და უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ მოემზადოს ჩასხდომისთვის.