რა არის SMS?

უსაფრთხოების მართვის სისტემა - SMS - ეს არის მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ჩვენს საქმიანობათა შესრულებისას წარმოქმნილი საფრთხეები, მოვახდინოთ რისკების შეფასება, მათი მისაღებ დონემდე შემცირება გაუმჯობესების კუთხით შესრულებული სათანადო ღონისძიებების მეშვეობით და უზრუნველვყოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება.

უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკების მართვა წარმოადგენს ძირეულ მოთხოვნას საავიაციო სფეროში.

SMS მოთხოვნები, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ შემოღებულ იქნა მთლიან საავიაციო სექტორში „უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელოთი 9859-AN/474“, გაერთიანებულ იქნა ერთ დოკუმენტში (დანართი-19), რომელიც ძალაში 2013 წელს შევიდა.

ეროვნულ დონეზე SMS სისტემის დანერგვა და განხორციელება იქცა იურიდიულ მოთხოვნად იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეგულაციებით ხელმძღვანელობს.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

ბათუმი აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ