ხშირად დასმული კითხვები
1. სად მდებარეობს დაკარგული ბარგის ოფისი ბათუმის აეროპორტში?
დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
2. რა საბაჟო პროცედურები არსებობს თბილისის/ბათუმის აეროპორტში?
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
3. თუ არის აეროპორტში სიგარეტის მოწევისთვის გამოყოფილი ადგილები?
აეროპორტში მოწევა შესაძლებელია მხოლოდ კაფე-ბარებსა და რესტორნებში.
4. რა პროცედურები არსებობს მათთვის, ვინც მოგზაურობს შინაურ ცხოველებთან ერთად?
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები აქვს შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
5. რამდენი ხნით ადრეა საჭირო აეროპორტში მისვლა იმ რეისზე, რომლითაც მივფრინავ?
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
6. სად შეიძლება ინფორმაციის მირება რეისებთან დაკავშირებით?
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
7. სად მდებარეობს სამედიცინო პუნქტი ტერმინალში?
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში. კვალიფიციური მედპერსონალი, საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467