თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტულუზის დეკლარაციის” ხელმომწერები გახდნენ
4 თებერვალს, ბრიუსელში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტულუზის დეკლარაციას“ შეურთდნენ, რომელიც 2050 წლისთვის საავიაციო სფეროში ნულოვან ემისიასა და დეკარბონიზაციას ისახავს მიზნად. „ტულუზის დეკლარაციით“ პირველად აღინიშნა ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნები, ევროკომისია, საავიაციო სფეროს მთავარი აქტორები, გაერთიანებები და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეები ოფიციალურად უერთდებიან ავიაციის დეკარბონიზაციას. აღნიშნული დეკლარაციით, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია ICAO-ს მიერ სპეციალური პაქტის შემუშავება, რომელიც საერთაშორისო ავიაციაში CO2-ის გაფრქვევას შეამცირებს. დღეისათვის ევროპის 200-მდე, ხოლო მსოფლისო 400 აეროპორტი უკვე სერტიფიცირებულია აეროპორტების ნახშირბადის აკრედიტაციის პროგრამაში. „ტულუზის დეკლარაციას“ ხელმომწერი ACI Europe და ავტომატურად ორგანიზაციაში გაწევირანებულმა აეროპორტებიც არიან.
ოლივიე იანკოვეცი - ACI EUROPE-ის გენერალურმა დირექტორი: „თითოეული აეროპორტი, რომელიც ხელს აწერს ამ დეკლარაციას, საგრძნობლად ცვლის ჩვენს მომავალს, ინდუსტრიას, ეკონომიკას და საზოგადოებას. ისინი კვლავაც გვიჩვენებენ თავიანთ ამბიციებს, ხედვებს და თავიანთი დაუღალავი ქმედებების ბრწყინვალე შედეგებს. აღფრთოვანებული ვარ და აღტაცებას გამოვხატავ თითოეული მათგანით“.
თეა ზაქარაძე - ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი: „გვიხარია, რომ ჩვენს მიერ მართვადი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, შეურთდნენ „ტულუზის დეკლარაციას“, ჩვენ მზად ვართ გამოვიჩინოთ უფრო მეტი ინიციატივა და ჩავერთოთ აეროპორტების დეკარბონიზაციის პროცესში.