ავიაკომპანია ATA Airlines-სი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია ATA Airlines-სი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია ATA Airlines-სი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს

 

28 ივნისიდან, ირანული ავიაკომპანია ATA Airlines-სი ერთდროულად ორი ქალაქიდან პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს ბათუმის მიმართულებით. რეგულარული ფრენა ირანის დედაქალაქ თეირანიდან, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება, ხოლო თავრიზიდან ირანელი ტურისტები  ბათუმში ჩამოსვლას ყოველ ხუთშაბათს შეძლებენ.
 ავიაკომპანია ფრენებს ეარბას 320 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს და მგზავრებს კომფორტულ და უსაფრთხო მოგზაურობას შესთავაზებს.
„მივესალმებით ავიაკომპანია ATA Airlines-ს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი კომპანია აფასებს იმ დიდ ინტერესს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ATA Airlines-მა გამოიჩინა ქართული ავიაბაზრის მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ ირანელი ტურისტები დაუვიწყარ დღეებს გაატარებენ ბათუმის სანაპიროზე“- განაცხადა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ -ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
 ქალაქ თავრიზში დაარსებული ავიაკომპანია ATA Airlines-სის ავიაპარკი  9 თვითმფრინავისგან შედგება და  მგზავრებს ადგილობრივ ფრენებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მიმართულებით მოგზაურობასაც სთავაზობს.
ATA Airlines-სი ქართულ ავიაბაზარზე 2011 წლის მარტიდან შემოვიდა და თავდაპირველად ფრენებს, მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებდა.
ბათუმში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული და ჩარტერული რეისების რიცხვმა, საგრძნობლად მოიმატა. ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს, უკვე ასრულებენ ავიაკომპანიები: Aerosvit, S7 Sibir Airlines-სი და  OLT Express-სი. უახლოეს პერიოდში ATA Airlines-სთან ერთად,  მათ რიცხვს შეუერთდება Pegasus-ი და Armavia.

 

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467