ბათუმის აეროპორტიდან ზაფხულში ვარშავა-ბათუმის მიმართულებით რეისები შესრულდება
ბათუმის აეროპორტიდან ზაფხულში ვარშავა-ბათუმის მიმართულებით რეისები შესრულდება
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, პირდაპირი და ჩარტერული რეისების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. 14 ივნისს, „Travel Service”-ისმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის დედაქალაქიდან პირველი დამსვენებლები ჩამოიყვანა. ზაფხულის განმავლობაში რეგულარული ფრენა ვარშავა-ბათუმის მიმართულებით, კვირაში ერთხელ, პარასკევობით შესრულდება. შეგახსენებთ, რომ 26 მაისიდან კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ასრულებს. 11 ივნისს პირველი პირდაპირი ფრენა შედგა ბათუმსა და ერბილს შორის, რომელსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ავიაკომპანია აირზენა განახორციელებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ მიესალმება ავიაკომპანიების გააქტიურებას ზაფხულის საზონზე და თავის მხრივ მათ ბათუმის აეროპორტში, საუკეთესო პირობებს სთავაზობს.
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467