ახალი ავიაკომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
ახალი ავიაკომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
15 ივნისს, ავიაკომპანია UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა. ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენებს ბათუმის მიმართულებით ორი ქალაქიდან - ყაზანიდან და პერმიდან განახორციელებს. პერმი-ბათუმი-პერმი - სამშაბათი, პარასკევი; ყაზანი-ბათუმი-უფა - ოთხშაბათი, შაბათი. UVT Aero აღნიშნულ მარშუტებზე ფრენებს CRJ-200 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.