ახალი მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან
27 ივნისს, ავიაკომპანია Smartlynx Airlines-მა ტალინი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ზაფხულის სეზონზე, ჩარტერული ფრენები კვირაში ერთხელ, A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. პირველ მგზავრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, საზეიმო ვითარებაში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე და "ტავ ჯორჯიას" წარმომადგენლები დახვდნენ.