ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ჩასხდომის ერთიან ზონაზე გადავიდა

22 ივნისს, პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ერთიანი ზონის, ე.წ ”Open Gate“-ის სისტემა ამოქმედდა.
ჩასხდომის ერთიანი ზონა, დახურულ ტერიტორიაზე შესული მგზავრების კომფორტისა და თავისუფალი გადაადგილებისთვის არის შექმნილი.
ტერმინალში საპასპორტო კონტროლისა და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, მგზავრი კვეთს საზღვარს და ჩასხდომის ერთიან ზონაში ხვდება, სადაც სრული თავისუფლებით გადაადგილდება. მგზავრებს შეუძლიათ, აუჩქარებლად შევიდნენ Duty Free-ში, მაღაზიებში, კაფე-ბარებში და მათზე გათვლილი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. მგზავრები, აღარ გაივლიან დამატებით შემოწმებას და პირდაპირ თვითმფრინავში ჩასხდომას შეძლებენ.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ერთიანი ზონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, „ტავ ჯორჯია“-ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა განაცხადა:
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეუერთდა იმ ევროპული აეროპორტების რიცხვს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ჩასხდომის ერთიანი ზონით. ე.წ. „Open Gate” - ის სისტემა გაცილებით გაადვილებს აეროპორტში მგზავრების გადაადგილებას, მომხმარებლის კმაყოფილება კი ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ სტანდარტებზე გადასვლამ აეროპორტის გაფართოება გამოიწვია, რაც თავის მხრივ, უფრო მეტი მგზავრის მომსახურების საშუალებაც მოგვცემს.“
„Open Gate”-ის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ - ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი, კომპანიის მენეჯმენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ვაჟა ბოლქვაძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ქიქავა, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
„ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა, წითელი ლენტი, აჭარის ფინანსთა მინისტრთან და საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების დირექტორთან ერთად საზეიმოდ გაჭრა და სტუმრებს ბათუმის აეროპორტის ჩასხდომის ერთიან ზონაზე გადასვლა მიულოცა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, მოფრენის დარბაზი - 60 კვ. მეტრით გაფართოვდა.
ჩასხდომის ერთიანი ზონა, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყან აეროპორტში მოქმედებს და მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467