“სიბირი S7“ ავიახაზებმა ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისები განაახლა
“სიბირი S7“ ავიახაზებმა ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისები განაახლა
31 მაისს, 3 წლიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია „სიბირის” თვიმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, 14:55 საათზე დაჯდა. ამიერიდან, ყოველ ხუთშაბათს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ფრენები, A319 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება და 2 გზის ბილეთის ფასი 370 ევროდან დაიწყება. პირველმა რეისმა ბათუმში 106 მგზავრი ჩამოიყვანა.
ავიაკომპანია „სიბირი“ ფრენას თბილისისა და ბათუმის მიმართულებით 2003 წლიდან ასრულებდა, თუმცა 2008 წელს ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები შეაჩერა.
ბათუმში “სიბირის” ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, შპს. “ბათუმის აეროპორტი” - ს მენეჯერმა, მერთ ქანდიელმა განაცხადა:
„მოხარულები ვართ, რომ სამ წლიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია „სიბირი S7“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარულ რეისებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში შეასრულებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთვარობის მიერ უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ, ბათუმში ავიარეისების და რუსეთიდან შემომავალი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.“
„მოხარულები ვართ, რომ სამ წლიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია „სიბირი S7“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარულ რეისებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში შეასრულებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთვარობის მიერ უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ, ბათუმში ავიარეისების და რუსეთიდან შემომავალი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.“
ავიაკომპანიის რეისების აღდგენასასთან დაკავშირებით, ბათუმის საერთაშირისო აეროპორტში, ერთობლივი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შპს. „ბათუმის აეროპორტი“ -ს მენეჯერი მერთ ქანდიელი და ავიაკომპაია „სიბირი S7“-ს გენერალური წარმომადგენელი სამხრეთ-დასავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კირილ ენდოგური, „სიბირი S7“-ს ავიაკომპანიის გენერალური წარმომადგენელი საქართველოში, ზურაბ გუდავაძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ზაფხულის განმავლობაში, აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. ავიაკომპანია „სიბირი S7” -ის გარდა ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში,ავიაკომპანიები: ATA Airlines , Pegasus, Armavia და OLT Express-სი იფრენენ.
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467