ბათუმის აეროპორტიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა დაიწყო ფრენა
ბათუმის აეროპორტიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა დაიწყო ფრენა
26 მაისს, 22:50 საათზე ბათუმის აეროპორტმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების პირველ რეისს უმასპინძლა. თავდაპირველად, რეგულარული ფრენები კიევი-ბათუმის მიმართულებით, კვირაში 4-ჯერ, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდში, კვირაში 7-ჯერ შესრულდება. პრომო აქციის ფარგლებში, 31 მაისამდე შეძენილი ბილეთის ფასი 37 ევროდან დაიწყება. B 737-500 ტიპის ავიახომალდი მგზავრებს კიევიდან ბათუმში საღამოს 22:50 ჩამოიყვანს, დილის 06:45-ზე კი უკან გაფრინდება. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთია. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები, ქვეყნის ნაციონალური ავიგადამზიდია, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულებით ასრულებს რეგულარულ რეისებს. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია ევროპის წამყვანი ქალაქების, დსთ-ს ქვეყნების, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით დაფრინავს. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ავიპარკი, 31 თანამედროვე თვითმფრინავისაგან შედგება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული და ჩარტერული რეისების მატება არის მოსალოდნელი.
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467