ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენით უნგრული დაბალტარიფიანი ავიაკომპანია Wizz Air და პოლონური YES Airlines დაინტერესდნენ.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენით უნგრული დაბალტარიფიანი ავიაკომპანია Wizz Air და პოლონური YES Airlines დაინტერესდნენ.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენით უნგრული დაბალტარიფიანი ავიაკომპანია Wizz Air და პოლონური YES Airlines დაინტერესდნენ.

 

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო-ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე საკუთარ სტენდი წელს მესამედ წარმოადგინა.

წელს ბერლინში საქართველოს კუთხე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები 5 დღის განმავლობაში, კომპანიის სტენდთან შეკრებილ დამთვალიერებლებს და პოტენციურ პარტნიორებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებებისა და სერვისების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ. გასული წლის მსგავსად, „ტავ ჯორჯიამ“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებით რამდენიმე ავიაკომპანიის დაინტერესება წელსაც მოახერხა: „5 დღის განმავლობაში არა ერთ ავიაკომპანიის და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს შევხვდით. განსაკუთრებული ინტერესი ქართული ავიაბაზრის მიმართ უნგრულმა დაბალტარიფიანმა ავიაკომპანია „Wizz Air“-მა და პოლონურმა “YES Airlines”-მა გამოიჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ რეისებს ბათუმის მიმართულებით შეასრულებენ.“ - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

წელს ITB Berlin-ზე 187 ქვეყნის 10,644 კომანია იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში არსებული ყველაზე საინტერესო და ხელსაყრელი პირობები, გამოფენაზე მისულ 113, 006-ზე მეტ დამთვალიერებელს გააცნეს.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ