Tax Free
Tax Free გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას. საქონელი შეძენილი უნდა იყოს იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით.