ხარისხის პოლიტიკა

ხარისხის პოლიტიკა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის, შ.პ.ს. “ბათუმის აეროპორტი”-ს უმაღლესი ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ხარისხის მართვა, როგორც ცალკეული დისციპლინა, მისი მმართველობითი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ხარისხის სტანდარტის დანერგვა წარმატებული ბიზნესის მთავარი საწინდარია.

შ.პ.ს. “ბათუმის აეროპორტი”-ს სტრატეგიას წარმოადგენს უპასუხოს და გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი. ჩვენთვის მომხმარებელი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, რომელსაც ვიზიდავთ პერსონალის პროფესიონალიზმითა და უწყვეტი გაუმჯობესების პერსპექტივით.

ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს და მართვის თანმიმდევრულობას ყველა ეტაპზე. ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვა-ნელობა განაგრძობს სწორი მიმართულების მიცემას ამ მიზნის მისაღწევად. ორგანიზაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ განსაზღვრა ხარისხის პოლიტიკის შემდეგი პუნქტები:

  • მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ძიება ჩვენს მომსახურებასა და მიმდინარე პროცესებში;
  • მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს მომხმარებელთან, რათა დავამკვიდროთ უმაღლესი ხარისხის სტანდარტი;
  • მომხმარებლის მოთხოვნების უმაღლესი დონის შენარჩუნება;
  • მომსახურების ეფექტურობის უწყვეტი ზრდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
  • ჩვენი პერსონლისთვის ტრეინინგების ჩატარება ხარისხის მართვის სფეროში;

ღია საკომუნიკაციო არხების დანერგვა ჩვენს მომხმარებელთან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467