ოკუპაციური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების
ჩვენ გვჯერა, რომ სტაბილურ წარმატებას განაპირობებენ ადამიანები. კომპანიის მთავარი აქტივი მისი პერსონალია, რომელთა შრომაც პირდაპირ აისახება კომპანიის ბიზნესშედეგებზე და კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ დავიცვათ ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება.
შპს ბათუმის აეროპორტი მუდმივად ზრუნავს, რათა უზრუნველყოს და შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო დასაქმებულებისთვის და დაიცვას მათი ჯანმრთელობა სამუშაო სივრცეში. ამ მიზნით, ხდება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების აღმოფხვრა ან მინიმუმამდე დაყვანა, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია.
ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტები და ვიმოქმედოთ ამ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენი მიზნების მიღწევას უზრუნველვყოფთ ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხების დაცვის საქმეში კომპლექსური მიდგომების დანერგვითა და უსაფრთხოების დაცვის მუდმივი გაუმჯობესებით. ეს შესაძლებელია ქვემოთ მოცემული პრინციპების განხორციელების გზით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესების მართვას, ხელმძღვანელობას, საჭირო კომუნიკაციებს და რესურსებს.
შპს ბათუმის აეროპორტი ათვიცნობიერებს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას დასაქმებულების, მომხმარებლებისა და ზოგადად, საზოგადოების შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.
შპს ბათუმის აეროპორტი იღებს ვალდებულებას:
- სულ მცირე, დაიცვას კომპანიასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი ნორმები და წესები და უმეტეს შემთხვევაში, გადაჭარბებით შეასრულოს ეს მოთხოვნები, რათა არ დაუშვას პერსონალის დაშავება და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.
- დაშავებისა და ჯანმრთელობის ზიანის პრევენცია, რისკების შემცირება და შრომის უსაფრთხოების დაცვის მუდმივი გაუმჯობესება სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობის დაცვის და შრომითი უსაფრთხოების საქმიანობის აუდიტისა და მონიტორინგის გზით.
- უზრუნველყოს, წინამდებარე პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებების გაცნობა/ინფორმირება დასაქმებულებისთვის. ამ კუთხით, დასაქმებულებმა უნდა აიღონ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვის ვალდებულება, რათა დაიცვან საკუთარი თავი, სხვა დასაქმებულები და სხვა ისეთი პირები, რომელთა უსაფრთხოებაზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მათმა ქმედებებმა.
- უზრუნველყოს ყველა შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, სრული დოკუმენტირება და ზომების მიღება დამაკმაყოფილებელი კონტროლის მექანიზმების დასანერგად.
- საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით სისტემატიური მიდგომების, რისკების შეფასების, შესაფერისი და ეფექტური კონტროლის ზომების განსაზღვრა და დასაქმებულების ინფორმირება სწორი პროცედურების შესახებ.
- უზრუნველყოს საფრთხეების ამოცნობა, რისკების შეფასება და კონტროლის ზომების მიღება, რათა ზიანი არ მიადგეს დასაქმებულების, სხვა კონტრაქტორების, და კონკრეტულ ტერიტორიაზე დასაქმებული პირების ან საზოგადოების წარმომადგენლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას სამუშაო ოპერაციების შედეგად.
- თითოეული დასაქმებული პასუხს აგებს საკუთარი და კოლეგების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. დასაქმებულები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი სათანადო ხელმძღვანელობით, ინსტრუქტაჟით, სწავლებით და აღჭურვილობით, რათა შეძლონ, ისარგებლონ უსაფრთხო სამუშაო მეთოდებით და იმუშაონ კომპეტენტურად.
შპს ბათუმის აეროპორტი, შესაძლებლობების ფარგლებში, იზრუნებს, შექმნას უსაფრთხო სამუშაო ადგილები და სისტემები, უზრუნველყოს უსაფრთხო ტექნიკური აღჭურვილობა, მასალებისა და ნივთიერებების უსაფრთხო მოპყრობა/შენახვა, ადეკვატური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი აღჭურვილობისა და შესაბამისი ინფორმაციის, წვრთნისა და ზედამხედველობის გაწევის პარალელურად.
ჩვენი ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა მუდმივი მონიტორინგისა და პერიოდული განხილვის საგანია, რათა შესრულებული იყოს კომპანიის მიმართ არსებული სამართლებრივი მოთხოვნები, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნები და ამოცანები.