სამედიცინო პუნქტები
TAV Georgia-სთვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის სფეროებს შორის, ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ორგანიზაციის ფარგლებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება, რაც ქმნის გაცილებით უკეთეს სამუშაო გარემოს და ხელს უწყობს თავიდან იქნას აცილებული შესაძლო რისკი თუ პირობები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.
TAV Georgia თვლის, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველა პროცედურა, რაც დაკავშირებულია სამუშაო პროცესთან, ზუსტად უნდა იქნას შესრულებული, რათა მგზავრები, სტუმრები და აეროპორტის პერსონალი დაცულნი იქნან ნებისმიერი უბედური შემთხვევისაგან ან შეცდომისაგან, რაც სავსებით შესაძლებელია, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს.
ჩვენი პერსონალისთვის სამუშაოს შესრულების „ხარისხი“ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ხარისხიანად შესრულებული სამუშაო კი მიიღწევა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროცედურების ზუსტად შესრულების შედეგად ჯანმრთელ სამუშაო გარემოში, რომელსაც უზრუნველყოფს დამქირავებელი.
TAV Georgia-ს მთავარ მიზანს წარმოადგენს სამუშაოს უსაფრთხო, პროდუქტიული და ხარისხიანი შესრულება. ჩვენი თანამშრომლები დამქირავებელთან ერთად ცდილობენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავიანთი კეთილდღეობისა და საკუთარი ოჯახების ბედნიერებისათვის.
TAV Georgia-ს აქვს აუცილებელი პროგრამა, რომელსაც პრაქტიკაში ახორციელებს და ამასთანავე, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პოლიტიკა.
სამართლებრივი სქემა
TAV Georgia ინიციატივებს ახორციელებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სამოქალაქო ავიაციის ადგილობრივი და საერთაშორისო წესდების შესაბამისად. ზემოთქმულის არარსებობის ან არაეფექტურობის შემთხვევაში, სექტორისთვის ან საერთაშორისო პრაქტიკისათვის შესაბამისი პროცედურები სრულდება.
ფუნქციები და პასუხისმგებლობები
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც შედგენილია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ოფიცრების მიერ და ამტკიცებს ადმინისტრაცია, განიხილება, იხვეწება და რეგულირდება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ოფიცრების მიერ. მთელი პერსონალი ერთ გუნდად არის შეკრული, რათა მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც პოლიტიკაშია დასახული. ყველა დეპარტამენტს ეკისრება პასუხისმგებლობა, ინდივიდუალურად მიიღოს შესაბამისი ზომები და განახორციელოს საჭირო ღონისძიებები.
ძირითადი პრინციპები
TAV Georgia გარანტიას იძლევა ყველა თავისი საქმიანობა განახორციელოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ეფექტური საავიაციო მომსახურების შეთავაზებასთან ერთად ჩვენი მიზანია უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლების, სტუმრებისა და მგზავრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად TAV Georgia-მ შემდეგი პრინციპები დაისახა:
- ჩვენი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროების ფარგლებში ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების, თითოეული ქვეყნის სამართლებრივი ნორმებისა და ქცევის კოდექსის შესაბამისად დაინერგა სისტემატიური და შემოქმედებითი მიდგომა;
- ორგანიზაციების ფარგლებში შემუშავდა მართვის სისტემები, სამუშაოსთან დაკავშირებული, პროფესიონალური დაავადებების გამომწვევი შესაძლო ფაქტორების დადგენის, რისკების განსაზღვრისა და შეფასების, თანამშრომელთა პირადი ჯანმრთელობის დაცვის, ორგანიზაციების სამუშაო პირობების ჯანმრთელ და უსაფრთხო პლატფორმად გადაკეთების, უსაფრთხოების წინასწარი აუცილებელი ზომების მიღებისათვის პროცედურების გაწერისა და ფუნქციების გადანაწილების და ნებისმიერი პოტენციური საფრთხის სრულად აღმოფხვრის მიზნით, ყველაფერი ზემოთქმულის პრაქტიკაში განხორციელებით;
- ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომები ამაღლებს სამუშაო ძალის პოტენციალს და სამუშაოს ეფექტურობას. ასევე, ხელს უწყობს ორგანიზაციების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას;
- რაც შეეხება უსაფრთხოებასა და ეფექტურობას; ძირითად ამოცანას წარმოადგენს თანამშრომლების პროფესიონალური დონის ამაღლება სწავლების ჩატარების საშუალებით, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტიურობის გაუმჯობესება და მორალური ძალებისა და მოტივაციის მაქსიმალურად გაზრდა;
- TAV Georgia ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას განიხილავს როგორც ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს თავის ნებისმიერ საქმიანობაში და ყველა მის პარტნიორსა თუ მომწოდებელ კომპანიას თავის მხარდაჭერასა და თანადგომას სთავაზობს ამ მიმართულებით;
- გამომდინარე იმ პრინციპიდან, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები იხვეწება თანამშრომელთა ძალისხმევით, მუშაობის ეფექტურობა მუდმივად მონიტორინგის ქვეშაა;
- ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მუდმივ პროცესად გადაქცევა, ინფორმაციის გამოყენებისა და პერსონალის რეგულარული შემოწმების შედეგად მიღებული შედეგზე ორიენტირებული მონაცემების ანალიზის საშუალებით, TAV Georgia -ს პერსონალის ერთობლივ პასუხუსმგებლობას წარმოადგენს;
TAV Georgia აკონტროლებს რისკების ანალიზის პროცედურებს სამუშაოს შესრულების დროს წარმოქმნილი საფრთხეების საფუძველზე. რისკის ანალიზის დროს დადგენილი საფრთხეები:
- შესაძლებლობა
- დონე
- სიხშირე (საფრთხის სიხშირე)
რისკების მისაღები სტანდარტების ფარგლებში მოქცევა უზრუნველყოფილია ფუნქციონალური ურთიერთქმედების შედეგად აღმოჩენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებული კორექტული და პრევენციული ზომების დაგეგმვით.
მუდმივად არსებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სამუშაოები ხორციელდება პრევენციული ზომების შემუშავების მიზნით რისკების წყაროს, დონისა და შედეგების გათვალისწინებით. კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად უჭერს მხარს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებას ამ მიმართულებით დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების გადასაჭრლად. მთელი მომუშავე პერსონალი თავისი სამუშაოს ნაწილად თვლის ყველა იმ პროცედურის შესრულებას, რაც წარმოდგენილია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სამუშაოებში, მიზნებსა და ამოცანებში და სხვა სამართლებრივ და აუცილებლად შესასრულებელ მითითებებში.
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე ზოგადად ში:
- ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკა შემუშავებულია;
- მიზნები და ამოცანები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განსაზღვრულია;
- ჩვენი მოვალეობების შესრულების დროს საფრთხის წარმოქმნის აღმოფხვრის მიზნით პერსონალისაგან შემდგარი გუნდის მიერ, რომელიც ასრულებს სამუშაოს, მითითებებს იძლევა შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, ამოწმებს სამუშაოს, ხორციელდება და განიხილება რისკების ანალიზი;
- სწავლება მთელი პერსონალისათვის ტარდება კომპეტენტური ექსპერტებისა და ინსტრუქტორების მიერ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში;
- >კომპანიის პერსონალი მთელი იმ სამუშაოსათვის, რაც მოიცავს ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ მთელ საქმიანობას, უზრუნველყოფილია ინდივიდუალური დაცვის აუცილებელი საშუალებითა და მოწყობილობებით, იმ პირობით, რომ ისინი გამოყენებული იქნება მხოლოდ სამუშაოს შესრულების დროს;
- ფორმატიული და გამოსწორებითი სამუშაო ხორციელდება რისკების ჩანასახშივე აღკვეთის მიზნით;
- მთელი პერსონალის აუცილებელი სამედიცინო შემოწმება ტარდება რეგულარულად;
- პროფესიული სწავლების კურსების ორგანიზება ხდება პერსონალის მიერ სამუშაოს უფრო ეფექტურად შესრულების მიზნით;
- ორგანიზაციის ფარგლებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ოფიცრები რეგულარულად ატარებენ ყოველკვირეულ და ყოველთვიურ შეხვედრებს. ამ შეხვედრების დროს მიღებული ყველა გადაწყვეტილება ხორციელდება პრაქტიკაში.
>პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშრებით, TAV Georgia პირობას იძლევა, მუშაობა განაგრძოს თანმიმდევრული განვითარების მოდელის შესაბამისად და უზრუნველყოს განხორციელებული სამუშაოს მდგრადობა.
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467