ცხელი ივნისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ცხელი ივნისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის, ს. პეტერბურგის, დუბაის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ემატება. ვარშავის მიმართულებით პირველი რეისი Small Planet Airlines 26 მაისს შეასრულა. ფრენების განრიგი • Nordstar Airlines - მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 2 ივნისიდან (ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი) • Severstal - ჩერეპოვეცი- ბათუმი - ჩერეპოვეცი 3 ივნისიდან (შაბათი) • Nordavia - ს.პეტერბურგი- ბათუმი - ს.პეტერბურგი 7 ივნისიდან (შაბათი) • Anda Air - კიევი-ბათუმი- კიევი 14 ივნისიდან (ოთხშაბათი, შაბათი) • Aseman Airlines - თეირანი-ბათუმი-თეირანი; 21 ივნისიდან (ოთხშაბათი) • Fly Dubai - დუბაი-ბათუმი-ბათუმი; 22 ივნისიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი) • Wings of Lebanon - ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი; 25 ივნისიდან (ოთხშაბათი,კვირა) გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საიმიროებიდან. ზაფხულში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 20-მდე სხვადსახვა მიმართულებით ფრენებს 23 ავიაკომპანია შეასრულებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე ფრენების სიხშირე გაზარდა ELAL, Ural Airlines და S7 ავიახაზებმა.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467