ბარგზე დაწესებული შეზღუდვები
მგზავრის ბარგი გარდა ხელბარგისა ექვემდებარება რეგისტრაციას. მისი დასაშვები გაბარიტები (ზომები) და წონა დამოკიდებულია რეისის მიმართულებაზე, ბილეთის კატეგორიასა და გადამზიდავ ავია კომპანიაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ბარგის წონა აღემატება ბარგის უფასოდ გადაზიდვის დაშვებულ ნორმებს, მგზავრს შესაძლოა დაეკისროს დამატებითი საფასურის გადახდა ყოველ გადაცილებულ კილოგრამზე.
მგზავრობის წინ სასურველია მგზავრმა გადამზიდავი ავია კომპანიისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია ბარგის დასაშვები წონისა და სხვა დეტალების შესახებ, ასევე ხელბარგის დასაშვები გაბარიტებისა და წონის შესახებ.
საერთაშორისო გადაზიდვების დროს დადგენილია უფასო გადაზიდვის შემდეგი ნორმები:
I კლასი - 40 კგ. თითო მგზავრზე
ბიზნეს კლასი - 30 კგ. თითო მგზავრზე
ეკონომ კლასი - 20კგ. თითო მგზავრზე
სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმი აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467