აეროპორტის უსაფრთხოება

რეისის წინ მგზავრების მიერ გასათვალისწინებელი ძირითადი მოთხოვნები

  • ბილეთის შეძენისას არ დაგავიწყდეთ იკითხოთ, რეისამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მობრძანდეთ აეროპორტში;
  • თქვენივე უსაფრთხოებისთვის, გირჩევთ, თავადვე ჩაალაგოთ საკუთარი ბარგი და არავის გამოართვათ რაიმე საგანი ან შეფუთული პაკეტი სხვისთვის გადასაცემად;
  • დანიშნულების ადგილისა და დასატოვებელი ქვეყნის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შესაბამისი ავიაკომპანიისგან;

თქვენი უსაფრთხოებისთვის:
თვალი არ მოაცილოთ თქვენს ჩანთებსა და ნივთებს. სულ მცირე ხნითაც კი ნუ დატოვებთ უყურადღებოდ საკუთარ ბარგს. გახსოვდეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდება უყურადღებოდ დატოვებული ბარგის კონფისკაცია/განადგურება.
არასოდეს იხუმროთ იმის თაობაზე, რომ თითქოს იარაღი ან ბომბი გაქვთ და ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებთ. გახსოვდეთ! ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა გაუგებრობა გამოიწვიოს და შექმნას გარკვეული პრობლემები.

საგნები, რომლის ხელბარგში მოთავსება აკრძალულია
1. საბრძოლო საშუალება & ცეცხლსასროლი იარაღი:
ნებისმიერი კალიბრის მქონე იარაღი
ნებისმიერი ფილთა/საფანტის თოფი და ტყვიამფრქვევი
ყალბი ცეცხსლსასროლი იარაღი ან სათამაშო საბრძოლო საშუალებები
პნევმატური თოფი
სათამაშო თოფი
შენიღბული იარაღი (მაგ.: ჯიბის დანა)
სასტარტო პისტოლეტი
იარაღის ნაწილები (გარდა dasamiznebeli saSualebebisa)
ჭურვმტყორცნი და შურდული
ელექტროშოკის მოწყობილობა
იარაღის ფორმის სანთებელა
ქარხნული წარმოების ჭანჭიკი, ლურსმანი
მშვილდი და ისრები
ჰარპუნი
დასაძინებელი ინექციის მოწყობილობა ცხოველებისთვის
feinTbolis იარაღები
პისტოლეტები და კაფსულები
ნებისმიერი სახის ნაჯახი
ისრები და შუბები
ლახვარი
ყინულმჭრელი
დასაკეპი, დასაჭრელი მოწყობილობა
გამშვები მექანიზმი
კავი
ხანჯალი
დასაკეცი (ფიქსატორიანი)დანა
ხმლის პირი, ხმალი, ხიშტი
ბასრპირიანი და წვეტიანი დანები
მყვინთავის აღჭურვილობა (ჟანგბადის მილი, მყვინთავის დანა)
მაკრატელი (ბასრი 6სმ)
სამართებელი და საპარსის პირები
მეტალის საჭრელი
ნემსები
კორპსაძრობი
მთასვლელის აღჭურვილობა
სათხილამურო, სასიარულო და საცოცი ჯოხები
ფრჩხილების ქლიბი
დაშნა
ქოლგა
საკანცელარიო დანა
ნებისმიერი საგანი, რაც გამოიყენება საბრძოლველად, თავდასხმისათვის ან თავდაცვისათვის (გრძელი ჯოხები, ხმლები, ტელესკოპიური ხელკეტები, კასტეტი, ხიშტი, ბუნიკიანი კვერთხი, მათრახი, გასაგუდი მავთული ან ჯაჭვი, შამფურebi, ნუნჩაკი (აღმოსავლური სამხედრო იარაღი და სხვ.)
ციგურები
სანადირო დანები
ყველა სახის ხუროს ხელსაწყო (ჩაქუჩი, სახრახნისი, burRi, ხერხი და სხვ.)
ბასრი პირის მქონე სამედიცინო ხელსაწყოები (ლანცეტი, სკალპელი და სხვ.)
სუფრის მოწყობილობა (კოვზი, დანა, ჩანგალი)
ჰიპოდერმული ნემსები
ბატარეაზე მომუშავე ქანჩის ჩასახრახნი, burRi და მისი შესაცვლელი თავები
ელექტრო ხერხი

2. ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები:
ფითილი და დეტონატორი
დინამიტი და მისი ყალბი ნიმუშები
პიროტექნიკური საშუალებები
ხელყუმბარა და მისი ყალბი ნიმუშები
პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება
ასაფეთქებელი ნივთიერების ყალბი ნიმუშები
ნაღმი, დენთი და სხვა საბრძოლო saSualeba
საბრძოლო საშუალებები და ტექნიკა
აალებადი nivTierebebi (ბენზინი, ბენზოლი, დიზელი, ალკოჰოლი, ეთანოლი და სხვa.)
პუlveriზატორიანი საღებავები
გამხსნელი და სკიპიდარი
გაზი და გაზის ბალონები (ჟანგბადი, პროპანი, ბუტანი, აცეტონი da sxva)
სითხე და გაზი სანთებელასთვის
ასანთი, რომელიც ინთება ყველა სახის ზედაპირზე
სასმელები 70%-იანი და მეტი ალკოჰოლის შემცველობით.

3. akrZaluli blagvboloiani nivTebi
გოლფის ჯოხი
კრიკეტის ჯოხი
ბეისბოლiს ჯოხი
ჰოკიჯოხი
ნიჩბები
ხუნდები
ჩოგნები
ლაკროსის ჯოხები
ნებისმიერი სახის კიი
სqეითბორდი
სათევზაო აღჭურვილობა და სათევზაო ხელსაწყოები
ნებისმიერი სახის ხელკეტი ან ჯოხი
სათხილამურო აღჭურვილობა
სერფინგის დაფა

4. ქიმიური და momwamlavi ნივთიერებები
მჟავები და გალვანური ელემენტები
რადიოაქტიური მასალები
მშრალი ყინული (2კგ-ზე მეტი)
თვითაალებადი ნივთიერებები
ცეცხლმაქრები
ძაღლების დასაშინებელი ნივთიერება
ნივთიერებები, რომeლTa საშუალებითაც გადადის ინფექცია და ქმნის ბიოლოგიურ საფრთხეს (სეპტიკური სისხლი, ბაქტერია და ვირუსები)
პულვიზატორიანი სითხეები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქმედუნარიანობის dakargva (წიწაკის აეროზოლი, ცრემლსადენი გაზები, CN და CS გაზები)
ქლორი და მათეთრებელი ნივთიერება
შეკუმშული გაზის ბალონები
სახეხი ნივთიერებები

სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ

გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს:

  • თუ უსაფრთხოებას განვიხილავთ როგორც ერთ მთლიან ჯაჭვს, ამ ჯაჭვის ყველაზე ძლიერი რგოლი brZandebiT Tqven, vinc სარგებლობთ ავიაკომპანიების მომსახურებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ბარგი თავად არ ჩაგილაგებიათ ან იგი თქვენი მეთვალყურეობის გარეშე იქნა გადატანილი აეროპორტში, გირჩევთ, ამის შესახებ აცნობოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს;
  • გთხოვთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს აცნობოთ თქვენს მიერ შენიშნული ნებისმიერი საეჭვო ქმედების შესახებ უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების დროს, ტერმინალსა თუ თვითმფრინავში;
  • თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას თუ შენიშნავთ სალონში უპატრონოდ დატოვებულ ბარგს, მობილურ ტელეფონს ან რაიმე შეფუთულ პაკეტს, გთხოვთ, ამის შესახებ შეატყობინოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს;
  • რეგისტრაციის გავლის დროს არავის გამოართვათ რაიმე ბარგი ან შეფუთული პაკეტი წონის გადამეტების ან სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო;
  • გთხოვთ, დაეხმაროთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს, როცა ისინი გესაუბრებიან პროცედურების განხორციელების დროს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხდება;
  • გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს აეროპორტში ან თვითმფრინავში მომხდარი ნებისმიერი არასამართლებრივი ქმედება უარყოფითად აისახება ჩვენივე ქვეყნის იმიჯზე;

 

როგორ დავზოგოთ დრო და თავიდან ავიცილოთ რიგში დგომა უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების დროს
ა) საკუთარი რიგის მოლოდინში უსაფრთხოების შემოწმების პროცედურების გასავლელად, ნუ დაელოდებით უსაფრთხოების თანამშრომლების რეპლიკას და წინასწარ მოამზადეთ თქვენი ნივთები, როგორიცაა: მობილური ტელეფონი, საწერკალამი, ჯიბეში არსებული ხურდა ფული და ქურთუკი, პალტო, მოსასხამი და ქამარი, რენტგენის მოწყობილობაზე მოსათავსებლად. ეს საგრძნობლად დაზოგავს თქვენს დროს;
ბ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნებისმიერი სახის ბასრი პირის მქონე საგნის, აალებადი თუ ფეთქებადი ნივთიერების თვითმფრინავში შეტანა იკრძალება.
გ) გთხოვთ, თქვენი ხელბარგი და ნებისმიერი ელექტრო/ელექტრონული მოწყობილობა ამოიღოთ მათთვის განკუთვნილი ჩანთებიდან თუ შალითებიდან და მოათავსოთ რენტგენის მანქანის ტრანსპორტიორის ლენტზე, რათა მოხდეს მათი ინდივიდუალური შემოწმება;
დ) ნუ დაელოდებით მორიგე უსაფრთხოების პერსონალის გაფრთხილებას, დაიკავეთ რიგი საკონტროლო პუნქტის წინ და პროცედურის გასავლელად მოემზადეთ იმგვარად, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი;
ე) ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზს, სანამ თქვენს წინ მდგომი პიროვნება არ მიიღებს გავლის ნებართვას შემოწმების პროცედურის დასრულების შემდეგ;
ვ) მეტალოდეტექტორის თაღში გავლისას საგანგაშო სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, შეამოწმეთ გაქვთ თუ არა თან რაიმე მეტალის საგანი და ხელახლა გაიარეთ თაღის ქვეშ; თუ სიგნალი კვლავ ჩაირთო, იმოქმედეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლების მითითებების შესაბამისად;
ზ) იმ შემთხვევაში თუ თან გაქვთ ძვირფასი ნივთები ან ფული, გთხოვთ, ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილოთ უსაფრთხოების სამსახურის პერსონალი, რათა მათ დახურულ კაბინაში უზრუნველყონ თქვენი პირადი ჩხრეკა;
თ) რენტგენის სხივი აზიანებს მხოლოდ პროფესიონალურ კინოფირს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფირი თქვენი ბარგის ნაწილია, მისი შემოწმება მოხდება არაავტომატიზირებული გზით, რისთვისაც საჭიროა თან იქონიოთ რენტგენის სხივისაგან დამცავი სპეციალური მატერია;
ი) უსაფრთხოების სისტემის მოწყობილობები სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის დაცვის ნორმებთან და საქართველოს ატომური ენერგიის კომისიის მიერ გაცემულ ნებართვასთან მოწყობილობები მოწმდება რეგულარულად;
კ) ნუ მოითხოვთ უსაფრთხოების კონტროლის პროცედურისგან განთავისუფლებას; უსაფრთხოების კონტროლი უნდა გაიაროს უკლებლივ ყველამ;

 

ბავშviანi mgzavrebi
აეროპორტებში მგზავრებისა და მათი ნათესავებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა პიროვნებამ ასაკის მიუხედავად, უნდა გაიაროს უსაფრთხოების კონტროლის პროცედურები.

ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დახმარებას გაუწევს ოჯახებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად მგზავრობენ და საგრძნობლად დაზოგავს მათ დროს უსაფრთხოების კონტროლის პუნქტებში.

რენტგენული შემოწმების დროს გასათვალისწინებელი საკითხები:

გვინდა შეგახსენოთ, რომ:

  • ყველანაირი ბარგი/ხელბარგი მოწმდება რენტგენული მოწყობილობის საშუალებით. ბავშვების ეტლები, ღამის ქოთნები, სკამები და სხვა მსგავსი საგნები, თუ ის არ აღემატება სტანდარტულ ზომას, ასევე მოწმდება ზემოაღნიშნული მოწყობილობის საშუალებით.
  • უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტთან მისვლის შემდეგ თქვენი ბავშვების ჯიბეებში არსებული ყველა ნივთი რენტგენული მოწყობილობის საშუალებით შემოწმების მიზნით უნდა მოათავსოთ პლასტმასის სპეციალურ konteinerSi.
  • უსაფრთხოების თანამშრობლების მიერ ხელით მოწმდება ის საგნები, რომელთა რენტგენული მოწყობილობის საშუალებით შემოწმება ვერ ხერხდება მათი დიდი ზომის გამო; აღნიშნული პროცედურა სრულდება მაქსიმალური სიფრთხილით, რათა თავიდან იქნას აცილებული თქვენი ნივთების დაზიანება;

მეტალოდეტექტორი:

  • მეტალოდეტექტორის თაღში უნდა გატარდეს ყველა ნივთი, როგორიცაა საბავშვო ეტლი თუ აკვანი, რათა უსაფრთხოების პერსონალმა შეძლოს უსაფრთხოების კონტროლის პროცედურის ყურადღებით და სიზუსტით განხორციელება;
  • ზემოაღნიშნული პროცედურის განხორციელების დროს ნუ სთხოვთ მესამე pirs (თქვენს წინ ან უკან მდგომ მგზავრს) ყურადღება მიაქციოს თქვენს ბავშვს;
  • ადამიანები, რომლებიც ბავშვებთან ერთად მგზავრობენ კომპანიონის გარეშე და შესაძლოა დახმარების შემოთავაზება მიიღონ სხვა მგზავრებისგან, მნიშვნელოვნად დაეხმარებიან უსაფრთხოების პერსონალს, თუ აღნიშნულ სიტუაციაში გაითვალისწინებენ ამ უკანასკნელთა მითითებებს;
  • უსაფრთხოების პერსონალმა შესაძლოა დახმარება გთხოვოთ უსაფრთხოების კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467