მგზავრებi, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალური მომსახურეობა

ინვალიდები-მგზავრები,რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალური მომსახურება

მგზავრები ჩვილებთან და მოზრდილ ბავშვებთან ერთად

ბავშვები უფროსების თანხლების გარეშე

ფეხმძიმე ქალები

ავადმყოფი ან ინვალიდი მგზავრები

ზემოჩამოთვლილი მგზავრების კატეგორიებისთვის თითოეულ ავიაკომპანიას შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სპეციალური მომსახურება და მგზავრობისთვის საჭირო საბუთების განსხვავებული ნუსხა. ამდენად, რეკომენდირებულია, რომ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ შესაბამის ავიაკომპანიას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრები

მგზავრობის გასამარტივებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სპეციალური მომსახურების საშუალებებით:

  • სპეციალური ტუალეტები ინვალიდი მგზავრებისთვის
  • ინვალიდის ეტლით მომსახურება ტერმინალში

(ზემოხსენებული სპეციალური მომსახურებით უზრუნველყოფა უნდა შეათანხმოთ თქვენს ავიაკომპანიასთან და სარეგისტრაციო მომსახურების პერსონალთან).

განსაკუთრებულ მგზავრთა კატეგირიას მიეკუთვნება ე.წ. „სტრეჩერი“ (STCR) - მწოლიარე მგზავრი საკაცით, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს გამყოლი ექიმი. ასეთ კატეგორიის მგზავრზე სავალდებულოა წინასწარ გაკეთდეს ჯავშანი.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467